არგენტინაში, რუსეთის საელჩოდან, 400 კგ კოკაინი ამოიღეს

არგენტინაში, ბუენოს აირესში მდებარე რუსეთის საელჩოში, პოლიციამ 400 კგ კოკაინი ამოიღო, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი, სამართალდამცველებმა, რამდენიმე ნარკო-მოვაჭრე დააკავეს, ინფორმაციას არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი ავრცელებს. მისი განცხადებით, „ნარკო-კრიმინალების დაჯგუფება ცდილობდა, რუსეთის საელჩოს დიპლომატიური საკურიერო სერვისი გამოეყენებინა“.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ კოკაინის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2016 წელს რუსეთის ელჩმა განაცხადა, ამის შემდეგ არგენტინელმა და რუსმა სამართალდამცველებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 2 არგენტინელი და 3 რუსი ნარკომოვაჭრე დააკავეს.
„afp.com“-ის ინფორმაციით, ამოღებული კოკაინი დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები