ლევან კალანდაძე მინისტრის ინიციატივაზე: ყველა მიმართულება რაც შშმ პირების საჭიროებას წარმოადგენს, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მათზე ზრუნვის გამოხატულება უნდა იყოს

ყველა მიმართულება რაც შშმ პირების საჭიროებას წარმოადგენს, მათ შორის, საავტომობილო საშუალებების იმპორტზე საგადასახადო საშეღავათებს, ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მათზე ზრუნვის გამოხატულება უნდა იყოს,-ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ფინანსთა მინისტრის ინიციატივას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილების სააქციზო გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

კალანდაძემ მინისტრის ეს ინიციატივა პოლიტიკურ განცხადებად შეაფასა და აღნიშნა, რომ შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა სახელმწიფო პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
„ეს უფრო პოლიტიკური განაცხადია. მე მიკვირს რომ აქამდე ჩვენ ამაზე არ ვზრუნავდით. შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა უნდა წარმოადგენდეს ზოგადად პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს. ბუნებრივია, ყველა მიმართულება რაც შშმ პირების საჭიროებას წარმოადგენს, მათ შორის, საავტომობილო საშუალებების იმპორტზე საგადასახადო საშეღავათებს, ანუ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მათზე ზრუნვის გამოხატულება უნდა იყოს. კარგი იქნება ამ კურსის მომავალში გაგრძელება სხვადასხვა საჭიროებებზე,-განაცხადა კალანდაძემ.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილების სააქციზო გადასახადისგან გათავისუფლებას გულისმხობდა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები