ლევან კალანდაძე: ავტომობილების რეექსპორტთან დაკავშირებული ინიციატივა ეკონომიკურ გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ გაზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯი იქნება

ავტომობილების რეექსპორტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ გამოთქმული ინიციატივა ეკონომიკურ გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ გაზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯი იქნება,-ასე შეაფასა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელი ინიციატივა, რომელიც ავტომობილებით რეექსპორტის საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესებას ეხება.
„ავტომობილების რეექსპროტთან დაკავშირებით რეგულაციები თავისთავად სახელმწიფოსთვის შესაძლებელია დიდი შემოსავლების და ფისკალური ეფექტის მიმცემი არ იყოს,მაგრამ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ატომობილების რეექსპორტით არიან დაკავებულები, მათ და მათ ოჯახებს უფრო მეტი ფული უჩნდებათ.
უფრო მეტი ფული საბოლოო ჯამში მიმართულია ამ კონკრეტული ადამიანებისკენ. მათი ოჯახების სოციალური დაცულობის ხარისხი იზრდება, ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბები, მცირედით, მაგრამ მაინც გაფართოვების საშუალება ეძლევათ. საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკურ გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ გაზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯი იქნება,-განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ლევან კალანდაძემ.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივა მანქანების რეექსპორტით დაკავებული ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა, რომელზეც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.

“გასულ წელს ძალიან კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში, ჩვენ ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივის შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაიზრდება ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა ამ დარგში,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები