ლევან კალანდაძე: საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებებით ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა ბიზნესურთიერთობებში გარკვეულ სიმარტივეს იწვევს

საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებებით ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა ბიზნესურთიერთობებში გარკვეულ სიმარტივეს იწვევს,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ „კვირასთან“ თემის შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული რეგულაციები და ინიციატივები, რომელიც მინისტრმა გაახმოვანა, კარგი და სწორია.
„ყველა ეს რეგულაცია თავისთავად არის კარგი და სწორი. თითოელი ამ ინიციატივის მიღმა კონკრეტული ბიზნესოპერატორისთვის პროცედურების გამარტივებაა. მათ შორის საჰარო ხომალდებთან დაკავშირებით. ეს რეგულაცია იწვევს გარკვეულ სიმარტივეს ბიზნესურთიერთობებში,-განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივა სახელმწიფო საზღვრის ფარგლებშისაჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებების დღგ-სგან გათავისუფლებას ეხებოდა, რომელზეც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.

“საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევა, რომ გავათავისუფლოთ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით, ჩვენ მნიშვნელოვანად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს, იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან, მნიშვნელოვანად გაფართოვდება“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები