საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
ბიზნესმენ ფადი ასლის თანაშემწის, მარიამ ხოხობაიას განცხადებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ომეგა ჯგუფის ირგვლივ შექმნილსიტუაციას 22 თებერვალს განცხადებით გამოეხმაურება.
ფადი ასლის კომენტარის გაკეთებას , რუსთაველის გამზირზე, ინვესტორთა საბჭოს ოფისში 12:00 წუთზე გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ფადი ასლი „ფილიპ მორისისა“ და „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ სასამართლო დავებში აქტიურად იყო ჩართული. საერთაშორისო სავაჭროპალატის თავმჯდომარემ კომპანიების დაჯარიმების გამო მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა.