ლევან კალანდაძე: ხელისუფლებამ გაითვალისწინა ის სირთულეები, რაც დაბეგვრის თვალსაზრისით ბიზნესს ადმინისტრირების ნორმის შემოღების შემდეგ დაუდგა

ექსპერტი ლევან კალანდაძე გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმების გაუქმებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გამოთქმულ ინიციატივას თამამი უწოდა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას კალანდაძემ განმარტა, მინისტრის ეს გადაწყვეტილებაბიზნესს პროცესების ადმინისტრირებას მნისვნბელოვნად გაუმარტივებს და რაც მთავარია, უფრო მეტ თანხებს გაუჩენს კომპანიებს.
„ეს თემა იყო სერიოზული ჯაბაასის საკითხი. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა ხელისუფლება, ბიზნესის უკმაყოფილების საგანი ძალიან ხშირად გამხდარა. მე ამ თვალსაზრისით მომწონს ის, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ის სირთულეები რაც დაბეგვრის თალსაზრისით ბიზნესს ადმინისტრირების ნორმის შემოღების შემდეგ დაუდგა. პრაქტიკულად ხელისუფლებას შეუძლია აღიაროს გარკვეული შეცდომები და ამ შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოს.

ამ მხრივ ბახტაძის ინიციატივა იყო საკმაოდ თამამი. ვთვლი, რომ ეს ბიზნესის პოროცესს განსაკუთრებით გრძელვადიანი პროცესების პირობებში ბიზნესს პროცესების ადმინისტრირებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს და რაც მთავარია, უფრო მეტ თანხებს გაუჩენს კომპანიებს,-განმარტა ლევან კალანდაძემ.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ 6 ახალი ინიციატივა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივა გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმების გაუქმებას ეხებოდა, რომელზეც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.

“ეს ინიციატივა გარკვეულწილად, ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბიზნესისთვის ეს იქნება ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელოვანი წყარო. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან, დამატებითი ღირებულების გადასახადით, დაბეგვრის ობიექტი გახდა გადახდილი ავანსი, შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება, შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საერთოდ ასეთი პრაქტიკა გავაუქმოთ. გრძელვადიანი კონტრაქტების ადმინისტრირება ხშირად ბიზნესისთვის არსებული პრაქტიკით გართულებული იყო, შესაბამისად, ჩვენ ამას ჩავანაცვლებთ უფრო გამატივებული პრაქტიკით,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები