მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერისთავის ქუჩაზე, ყოფილ კიროვის ქარხანაში ხანძარია.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ლეიბები და ლამინატის საწყობი იწვის.
ხანძარს 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის. ამ დროისათვის უცნობია, კონკრეტულად, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
“კვირა” ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები