კულტურის სამინისტრო „არილსა“ და „ახალ საუნჯეს“ 2018 წელსაც დააფინანსებს

კულტურის და სპორტის სამინისტრო 2018 წელს სამ ლიტერატურულ ჟურნალს დააფინანსებს. ესენია: ლიტერატურული ჟურნალები – „არილი“, „ახალი საუნჯე“. ასევე, საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი – „დილა“. ამ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ეს ჟურნალები გამოავლინა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: რატი ამაღლობელი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად კვარაცხელია, თინა მამულაშვილი, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე და ბესო ხვედელიძე.
კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 31 იანვარს გამოაცხადა. სულ შევიდა ხუთი განაცხადი.
ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო ოთხი ჟურნალი: „არილი“; „ცისკარი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ახალი საუნჯე“. საბავშვო ჟურნალების კონკურსზე – ერთი ჟურნალი: „დილა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები