„ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“ – შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ვერე პალასში“ პროექტის – „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“  შესახებ რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, პროექტში ჩართული ქვეყნების: საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წამომადგენლებმა,  შემუშავებული ტყის მდგრადი მართვის ეროვნული  კრიტერიუმები და ინდიკატორები წარმოადგინეს. ასევე,  გაეროს ვროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) ტყის მონიტორინგის სპეციალისტთა ჯგუფმა,  პროექტში მონაწილე ქვეყნებს  გამოცდილება გაუზიარეს, რაც  გათვალისწინებული იქნება ტყის მდგრადი მართვის სისტემის  შემუშავების პროცესში, რომელიც მომავალში გამოიყენება ტყის მართვის მონიტორინგისთვის, ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშგებისთვის.

შეხვედრას  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  UNECE/FAO-ს 7 ქვეყნის წარმომადგენელი  (პოლონეთი, ფინეთი, შვეიცარია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია) ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები