„ცხოვრება მშვენიერია” ისრაელში თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ მიმდინარე წლის 14 მარტს, 20:00 საათზე ისრაელის ქალაქ ხულონში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კონცერტი თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად გაიმართება.
ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორება დღეს, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა თეონა ნუცუბიძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც „არაჰოჯკინი“ ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა აქვს და სასწრაფოდ, ისრაელში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელიდან: მორის ჯანაშვილი, ბადრი ჯანაშვილი, მალხაზ სეფიაშვილი, კაკული გურიელაშვილი, მაია ვერძეული და მიშელ გურიელაშვილი. საქართველოდან: აჩი მეფარიძე, დათუნა მგელაძე, ლიკა დოლიძე, თემურ ყვითელაშვილი, ნინო ჩხეიძე, ჯემალ და ცისანა სეფიაშვილები. რუსეთიდან: ვეფხო კუხიანიძე, ლეილა თოდაძე და შალვა მორელი.
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები