დავით მათიკაშვილი: საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა არ არის

უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა არ არის.

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ მედიაგარემო რა არის დღეს და რა იყო წლების წინ. საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა არ არის. ეს არის თითიდან გამოწოვილი და ხელოვნურად შექმნილი საკითხი, რომელზეც ვფიქრობ, დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ”- განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მონაპოვარს, რომელსაც თავისუფალი მედია ჰქვია, ვერავინ შეეხება და გამორიცხულია, საკუთარი ბიზნესი ვინმემ ხელისუფლების შანტაჟის იარაღად გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები