შატბერაშვილის N4-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შატბერაშვილის N4-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, განახლდება საკანალიზაციო სისტემა, გამოიცვლება მილები, რის შემდეგაც, გარე პერიმეტრზე, რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.

„აღნიშნულ მისამართზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების გაუმართავი ქსელი კორპუსში მცხოვრებ 97 ოჯახს პრობლემებს უქმნიდა. შესაბამისად, ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადების საფუძველზე, გამგეობამ საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დააფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 000 ლარი გამოიყო. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობას, თუმცა უკვე ახალი წესით. ამ წესის მიხედვით, საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამხანაგობას სრულად, 100%-ით დაუფინანსდება. თავად ამხანაგობას კი, ეკისრება ვალდებულება, რომ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მოვლა-პატრონობას მოახმაროს“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია შატბერაშვილის N4-ში დაახლოებით, ერთი თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები