მიხეილ ჩხენკელი: სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ ავტორიზაცია მხოლოდ მაღალი აკადემიური ხარისხის უნივერსიტეტს ექნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მედიის წარმომადგენლებთან, რამდენიმე უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტს, მათ მშობლებს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი.

მისივე თქმით, სტუდენტებს სამინისტრო და ხარისხის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად დაეხმარებიან მობილობის პროცესში.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი საზრუნავი გახლავთ განათლების ხარისხი.

რამდენიმე უნივერსიტეტს, როგორც მოგეხსენებათ, შეუჩერდა ავტორიზაცია სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე და პირველ რიგში, მინდა მივმართო ავტორიზაცია-შეჩერებულ უნივერსიტეტების სტუდენტებს. ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია. მაგრამ მინდა, ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათაგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი, მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მათ საშუალება ექნებათ, სურვილისამებრ მობილობით ისარგებლონ და გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

დახმარება ითვალისწინებს სტუდენტებთან კონსულტაციებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციას. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული იმისთვის, რომ ყველა სტუდენტი იქნება დაკვალიანებული და გააგრძელებენ სწავლას ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს თითოეულ სტუდენტს და ისაუბროს ავტორიზაციის შეჩერების საკითხებზე.

„ჩემი კარი მათთვის ღიაა და მზად ვარ, დღესვე შევხვდე სტუდენტებს და როგორც მოგახსენეთ, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ პროცესზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები