დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან, შესაძლოა, დღეს გაწერონ

თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გუგეშაშვილს შუადღეს გასინჯავს ექიმი, რის შემდეგაც დაზუსტდება, კონკრეტულად როდისთვის მოხდება მისი გაწერა.

„დღეს დაგეგმილია, რომ კლინიკიდან გაეწეროს დოდო გუგეშაშვილი, 14:00 საათისთვის გასინჯავს ექიმი პაციენტს, რის შემდეგაც, დაზუსტდება კონკრეტულად როდისთვის გაეწერება“, – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები