“უმნიშვნელოვანესია, სამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს მოქალაქეების ჯანმრთელობას“

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის და პარლამენტის ერთობლივი ინიციატივები, აღნიშნული სფეროს დარეგულირებისკენაა მიმართული.
„ძალიან კარგია, რომ სამშენებლო ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა უმნიშვნელოვანესია, ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, –განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სანქციები გაიზრდება უნებართვო ან პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებისთვის.
„ამავდროულად, პარლამენტი მუშაობს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“, რამაც არსებითად უნდა მოაგვაროს სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემები”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები