დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უსაფრთხოების კანონი ახალ მოცემულობას აყალიბებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონი, ადამიანების უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ფუნდამენტურად ახალ მოცემულობას აყალიბებს.
მისი თქმით, კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში და ახალ რეგულაციებსა და სტანდარტებს დანერგავს.
“თბილისის მერიის ინიციატივა, რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის პაკეტში შევიდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც მისი ამოქმედება უკვე კანონის მიღებიდან, პრაქტიკულად მეორე დღესვე იქნება შესაძლებელი.
ის სანქციები, რომლის გამკაცრებაც იგეგმება ამ ინიციატივით, უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა საჯარიმო სანქციების სიმცირის გამო, განსაკუთრებულ ეფექტს აქამდე არ იძლეოდა.
ამიტომაც, ახალი გაზრდილი სანქციებისა და მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნების პირობებში, რაც ცალსახად დაგვანახა თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, დარწმუნებული ვარ, პროცესი ძალიან ეფექტური იქნება და კონრეტულ შედეგებს მივაღწევთ მოკლე დროში. სასიხარულოა, რომ მერიის ამ მიდგომას ყველა ძირითადი სამშენებლო კომპანია და მათი გაერთიანებებიც მხარს უჭერენ.
ვფიქრობ, რომ თბილისის მერიის ამ მიმართულებით მუშაობა სამაგალითოც კი გახდება, როგოც სხვა თვითმმართველი ერთეულებისათვის, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც და მის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულება”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები