ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას

„ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას“, – ამის შესახებ „ომეგა“ ჯგუფ თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საქმე ეხება „ომეგა ჯგუფისთვის” მიყენებულ 100-მილიონიან ზარალს, რომელმაც შესაძლოა, მაუწყებლობაში პრობლემა ტელეკომპანია „იბერიასაც” შეუქმნას.
ლევან აღდგომელაშვილის თქმით, „ომეგა” ჯგუფს მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების ზიანი მიადგა British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად.
„ჩვენს კომპანიას მიადგა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოდენობის ზიანი, მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის. ტელეკომპანია „იბერიას“ ძირითადი დამფინანსებელი არის „ომეგა“ ჯგუფი და შესაბამისად, ის 100 მილიონი ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ანაზღაურებას ვინმესგან ექვემდებარება, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო „ომეგა“ ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია „იბერიასაც,“ – განაცხადა ომეგა ჯგუფის თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა.
„ომეგა“ ჯგუფის შიგნით არსებულ პრობლემებზე და სასამართლო დავის შესახებ ინფორმაციას ფლობს ბიზნესომბუდსმენიც. თუმცა, ირაკლი ლექვინაძე არ ფლობს ინფორმაციას, რამდენად შეიძლება, დააზარალოს ამ პრობლემებმა ტელეკომპანია „იბერია“.
„მე ვიცნობ „ომეგა“ ჯგუფის საქმეს კონკრეტულ ბიზნესკომპანიებთან მიმართებაში, თუმცა, სხვა საკითხები, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს, თუნდაც, ტელეკომპანია „იბერიაზე“ ან „ომეგა“ ჯგუფზე ზეწოლას, ასეთი ტიპის საკითხებზე ჩვენ კონსულტაცია არ გვქონია. მათი მხრიდან ამ მიმართულებით საკითხი არ დამდგარა, ამიტომ ასეთი მოქმედებების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვაინტერესებს ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება, შეეხებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო ბიზნესის ურთიერთიბას თუ არსებობს არგუმენტები და ფაქტები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამაზე გარკვეული მოქმედებები გვექნება,“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები