პრეზიდენტი პანკისელ სტუდენტს: თქვენ, ყველას უნდა გქონდეთ განცდა, რომ საზოგადოებას უყვარხართ

თქვენ, ყველას უნდა გქონდეთ განცდა, რომ საზოგადოებას უყვარხართ და ერთად უნდა გადავიტანოთ ეს ტკივილი – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე, პანკისელი სტუდენტის მიერ დასმულ შეკითხვას.
„როდესაც იღუპება ახალგაზრდა, თავისთავად ძალიან მტკივნეულია და დიდი დანაკარგია, როგორც ოჯახისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის. არ დავიწყებ იმის განხილვას, რამდენად სწორად მოხდა ეს, გამოძიების დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მას პანკისის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
„არაერთხელ მითქვამს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მეც და ქართულ საზოგადოებასაც პანკისთან, სიყვარულის, პატივისცემის და თქვენ ეს უნდა იგრძნოთ. ნებისმიერი ვინმე, ვინც ისაუბრებს, რომ ეს ასე არ არის და ვინც უარყოფითის გაღვივებას შეცდება, ის იქნება მტერი. თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ადათ-წესებს, ყოფით წესს. მიგვაჩნია, რომ ერთად ვაშენებთ ძლიერ, თავისუფალ საქართველოს და ტკივილმა და ტრაგედიამ არ უნდა დაანგრიოს მთავარი, რაც გულისხმობს, რომ ერთად უნდა გადავიტანოთ ტკივილიც და სიხარულიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები