ეკა ლალიაშვილი: წელს ფოკუსი უნდა გაკეთდეს ბავშვთა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მან „საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტზე“ და გარკვეულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს ფოკუსი უნდა გაკეთდეს ბავშვთა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე.
როგორც ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 23 ბავშვი დაიღუპა.
“საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, გზებზე მოზარდების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს. 2017 წელს 23 ბავშვი დაიღუპა, ესენი იყვნენ მგზავრები, ფეხით მოსიარულეები. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჯერ ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ფოკუსი არასრულწლოვანთა უსაფრთხოების წესებზე, არც აღსრულების საკითხში, რადგან კანონი არ გვაქვს. სავალდებულო უნდა გახდეს სპეციალური ბავშვთა სავარძლების გამოყენება ავტომობილებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რეფორმები უნდა გატარდეს ეტაპობრივად. ჩვენ გამოვყოფთ ორ მნიშვნელოვან რეკომენდაციას, _ 16 წლამდე სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ისინი არ არიან როგორც მგზავრები დაცულები და მეორე, ისინი არიან ფეხით მოსიარულეები, რომელთა უსაფრთხოებაც დაცული არაა. წელს ფოკუსი უნდა გაკეთდეს ბავშვთა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე”,- განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები