ირაკლი სესიაშვილი: პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია

“ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია. გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მიიღონ საფრთხეების შესახებ, რასაც ამ წუთებში მათ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი აცნობს.
“ეს გვჭირდება დეპუტატებს, რომ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, ჩვენ ვიყოთ ინფორმირებულები. ვსაუბრობთ ყველაფერზე, პირველი შეხვედრაა და ინფორმაციულად დატვირთულია. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორი და ეფექტური იყო. დაზვერვის სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ბევრი რეფორმა გატარდა ბოლო პერიოდში. ვფიქრობ, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. უნდა გვქონდეს ადეკვატური ინფორმაცია, რა ხდება რეგიონში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის და რა საფრთხეები არსებობს.
ჩვენ შეიძლება საფრთხეებზე ღიად ვერ ვისაუბროთ, მაგრამ ეს აუცილებლად აისახება იმ პოლიტიკაზე, რასაც ქვეყანა საერთო ჯამში გაატარებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები