ევროპის საავიაციო ფორუმი CONNECT 2018 გაიხსნა

სასტუმრო ,,ბილტმორში“ ევროპის საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა, რომელსაც თბილისი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს.
ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორ კარენ ბუტომ, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას.
ქეთევან ალექსიძის თქმით, ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მას მეტი ავიამიმართულებები დაემატოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები