ილჰამ ალიევი: დარწმუნებული ვარ, სამიტს ბრწყინვალე შედეგი ექნება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დარწმუნებულია, რომ “თბილისის სამიტ 2014”-ს ბრწყინვალე შედეგი ექნება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივ, “თბილისის სამიტ 2014”-ს გახსნაზე განაცხადა.
“დღეს სამი ქვეყნის წარმომადგენელი ვართ აქ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამიტს ბრწყინვალე შედეგი ექნება. კავშირები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ, არის დიდი ხნის კავშირები. უმაღლეს დონეზეა ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენ ბევრ ძალისხმევას ვდებთ იმისათვის, რომ ეს სამმხრივი ურთიერთობა არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ რეგიონს, მთელ მსოფლიოს ემსახუროს, რამეთუ ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ჩვენს ორმხრივ ინტერესებზე”, – განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, სამიტი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და საკითხები, რომელსაც სამიტის ფარგლებში განიხილავენ, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები