ხოვლეს კვართის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულებულია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს კვართის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და კარიბჭე-სამრეკლოს სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
სამუშაოები, 2017 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ჩაატარა.
ეკლესიის ფასადები გაიწმინდა ცემენტის ნალესობისაგან, მთელს პერიმეტრზე გადაეწყო და გამაგრდა კარნიზქვეშა ქვის წყობა, აღდგა კარ-სარკმლების წირთხლები, სახურავი გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტის სახურავი, ფასადებზე ქვის ნაკერები ამოიგოზა სპეცკირხსნარით, გადაეწყო ქვის იატაკი კირდუღაბზე… ნიჩბისის ქვით მოეწყო ასასვლელი კიბე, მეორე სართულზე მოეწყო ქვის იატაკი, სახურავი გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტით, დამზადდა და დამონტაჟდა ზარი.
სამუშაოები  ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრმა შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები