აბდულა გიული: კავკასიის მაღალ მთებს ჩვენ დამაკავშირებელ გზად ვაქცევთ

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კავკასიის მაღალი მთები არის კედელი, რომელიც გვაშორებს, არა – ჩვენ ფაქტობრივად მას დამაკავშირებელ გზად ვაქცევთ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით მიმდინარე “თბილისის სამიტი 2014”-ის გახსნისას აღნიშნა, სამიტი მრავალმხრივი და ძალზე კონსტრუქციული თანამშრომლობის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ სამმხრივი სამიტის ფარგლებში საქართველოში ვიმყოფები. ეს არის მრავალმხრივი და ძალზე კონსტრუქციული თანამშრომლობის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი. 2007 წელს ჩვენ შევიკრიბეთ და დავიწყეთ ახალი ეტაპი ჩვენი თანამშრომლობისა და გავხსენით ახალი პროექტი. იქ იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრების დროს ძალიან დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ პროექტს, ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თუ თბილისი-ყარსის პროექტს – ეს მნიშვნელოვანია არამარტო რეგიონისათვის, არამედ მთლიანად, გლობალური მასშტაბით. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ მნიშვნელობას ამ გლობალური პროექტებისა და ეს სამი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, და მე ვფიქრობ, რომ ამას შესაბამისად აფასებენ მთლიანად რეგიონში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კავკასიის მაღალი მთები ეს არის კედელი, რომელიც გვაშორებს, – არა, ჩვენ, ფაქტობრივად, მას ვაქცევთ დამაკავშირებელ გზად. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს მეზობლებს და აძლიერებს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას. პრეზიდენტების დონეზე ვხვდებით დღეს, რათა კიდევ ერთხელ გადავხედოთ მიმდინარე პროცესს და პროგრესს მთლიანობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სამიტები იქნება რეგულარული მომავლისთვის”, – განაცხადა აბდულა გიულიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები