გიორგი მარგველაშვილი როზარია პულისს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძეც ესწრებოდნენ.

სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო, როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მას დაეხმარება უფრო აქტიურად წარმოაჩინოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოში, განახორციელოს მეტი პროექტი, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს იმ მიზნებს დაეხმარება, რასაც ალიანსში ინტეგრირება ჰქვია.

შეხვედრისას განიხილეს ასევე, ის დღის წესრიგიც, რომელიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები