გორის ეკლესიაში ხელყუმბარა წერილთან ერთად დატოვეს

გორში, ხარების სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარა ეკლესიაში მრევლმა აღმოაჩინა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, დაუდგენელმა პიროვნებამ ტაძარში ხელყუმბარა მიიტანა და წერილთან ერთად დატოვა. შსს-ში აცხადებენ რომ ხელყუმბარა არასაბრძოლო მდგომარეობაში მიიტანეს.
წერილში აღნიშნულია, რომ ხელყუმბარა აგვისტოს ომის შემდეგ აქვს, არ იცის სად წაიღოს და ტაძრის მსახურებთან აქვს თხოვნა, რომ ხელყუმბარა სამართალდამცველებს გადასცენ. პიროვნებამ აღნიშნულის გამო შენდობა ითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები