“მოხარული ვარ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგია ექსპერტებმა მოიწონეს”

 

“ჩვენი მიზანია, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა ქვეყანაში თანმიმდევრული და მდგრადი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისთვის, თვითმმართველობის გაძლიერებისა და მისი ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობისათვის.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ 16-17 თებერვალს, ბორჯომში, გამართულ შეხვედრაზე, სადაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლის სტრატეგიის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, პარლამენტარების, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ექსპერტების მონაწილეობით შედგა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო 9-ე მოწვევის საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გრძელვადიანი სტრატეგია, სადაც წარმოდგენილია კომიტეტის ხედვა საქმიანობის მიზნების, ამოცანების შესახებ, ღონისძიებები საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად.

როგორც რეგიონული პოლიტიკის კომიტეტისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სტრატეგია აერთიანებს 4 მიზანს და 14 ამოცანას, რომელთა წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს კომიტეტის უფრო გამართულ და შედეგიან მუშაობას. კომიტეტისთვის, რომელიც ახორციელებს კანონშემოქმედებით პროცესს და განსაზღვრავს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კოჰეზიის პრინციპით მოქმედება, ანუ რეგიონებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, საქმიანობის გამჭვირვალობა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი ხარისხის მიღწევა; კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანწილად მიმართული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით დეცენტრალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიის მომზადებაზე, რომლითაც განისაზღვრება განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

კომიტეტის სტრატეგიაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ექსპერტებმა.

„მე, როგორ თვითმმართველობის ექსპერტი, სამუშაო შეხვედრამდე გავეცანი თქვენი კომიტეტის სტრატეგიას და მინდა გამოვხატო გულწრფელი აღფრთოვანება, რადგან მიმაჩნია, რომ გაქვთ ნამდვილად სწორი ხედვა რეგიონული პოლიტიკის განვითარების. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, ეს ჩვენ მოგვცემს მთლიანობაში თვითმმართველობის გაძლიერების და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას, მე გთავაზობთ თანამშრომლობას” – განაცხადა რეგიონების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიზა სოფრომაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტის სამუშაო შეხვედრებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა და კომიტეტის საქმიანობის ასეთი გამჭირვალობა, არის ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი.

სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მატკავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა როსებაშვილმა, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა, თვითმმართველობის ექსპერტებმა: თამარ სართანია- (,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” NDI), ლიზა სოფრომაზე- (,,რეგიონის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი), კოტე კანდელაკი- (,,სამოქალაქო კულტურის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე), კოკა კიღურაძე -(მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი) და არჩილ თოდუა- (,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო”).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები