აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია-მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას სამ საათზე მეტხანს ცდილობდნენ

აღმაშენებლის გამზირზე  ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე სამსართულიანი შენობის სასხვენო გადახურვის   1500კვ.მ.  ფართობი დაიწვა.

“სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება 21:46საათზე შევიდა.ადგილზე მობილიზებული იყო 16 ერთეული ავტოცისტერნა, 3 სპეცდანიშნულების ტექნიკა და 2 სამაშველო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,-წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაშველები ცეცხლის ჩაქრობას სამ საათზე მეტხანს ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები