თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა, ხანძარი ლიკვიდირებულია

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა, ცეცხლის ტყის მასივზე გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა ხანძარი ლიკვიდირებულია – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეების დროული და სასწრაფო რეაგირების შედეგად, წიწვოვანი ნარგავი ხანძარს გადაურჩა.
ცნობისათვის, სოფელ კობაძესთან ერთ-ერთი კომპანიის ბენზინმზიდი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შემდეგაც აფეთქდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
ადგილზე ვითარების შესასწავლად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტები მივიდნენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები