გომბორის უღელტეხილთან, ბენზინმზიდი აფეთქდა

გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, მძროლმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს .
„კვირა“ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები