„ სააკაშვილმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია“

ამჟამინდელი პრემიერი ყველაფერს აკეთებს, რათა წინა მთავრობების წარმატებების საფუძველზე საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალასანიამ აღნიშნა, რომ პირველმა პრეზიდენტმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო რუკაზე დააფიქსირა საქართველო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია.
“ჩვენ უახლოეს ხანში ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერას ველოდებით, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში გაფორმდება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იმ პროგრესის დასტური იქნება, რასაც საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მიაღწია. ყველა ადმინისტრაციამ იმუშავა იმისთვის, რომ ქვეყანა აქამდე მიეყვანა. პირველმა პრეზიდენტმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო რუკაზე დააფიქსირა საქართველო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, ამჟამინდელი პრემიერი კი აკეთებს ყველაფერს, რათა წინა მთავრობების წარმატებების საფუძველზე, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, აშშ-მა და ნატომ უფრო სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ნატოს წევრი.
“მე, მთავრობის დავალებით, აშშ-ში ვიზიტისას ორ საკითხზე ვარ კონცენტრირებული. ეს არის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა. საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში ამერიკასთან ერთ-ერთი დიდი ფრთა სწორედ თავდაცვას და უსაფრთხოებას უკავია. მეორე საკითხი არის ნატოში გაწევრიანება. აღნიშნულ კონტექსტში, რაც ხდება ახლა უკრაინაში, უფრო სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მა და ნატომ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ნატოს წევრი”, – აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები