„საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება“

საქართველოს განვითარებისთვის თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. უმცირესობის წევრი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის კარგ ურთიერთობებს როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანთან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს “,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები