აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისშია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თბილისში ჩამოვიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტ 2014”-ს გახსნიან. სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.
თურქეთის პრეზიდენტი, აბდულა გიული საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები