ვალერიან შიუკაშვილმა კლინიკა დატოვა – რატომ გახდა ცუდად პიანისტი

პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე ცუდად გახდა, ალადაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა – ამის შესახებ „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების მიმღებ განყოფილებაში განუცხადეს.  მათივე თქმით, “პიანისტს გუშინდელ საღამოზე, სადაც იგი „ჩაიკოვსკის“ პიესას ასრულებდა, თითი სტკიოდა, მას თითზე ანთებითი პროცესი ჰქონდა და სავარაუდოდ, ტკივილი იმდენად მძიმე იყო, გული ცუდად გაუხდა. მთელი საღამო მტკივნეული თითით იმყოფებოდა, ემოციაც დიდი იყო გუშინდელ საღამოზე და ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა”.
პიანისტმა სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე საათი დაჰყო, თავს კარგად გრძნობდა და კლინიკა გვიან დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის თეატრში ვალერიან შიუკაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობდა, სადაც პიანისტი ცუდად გახდა.
პიანისტმა აპლოდისმენტების დროს სცენა მოულოდნელად დატოვა. ერთობლივი კონცერტი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა, რომელიც პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები