შაურმით მოწამლულმა მოზარდებმა კლინიკა დატოვეს

რუსთაველმა მოზარდებმა, რომლებიც შაურმით მოიწამლნენ, კლინიკა უკვე დატოვეს, – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკაში განუცხადეს.

კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოზარდებს სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და თავს კარგად გრძნობდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავიდან თბილისში 11-12 წლის 6 მოზარდი მიიყვანეს. მათ კვებითი ინტოქსიკაცია შაურმის მიღების შედეგად მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე ბავშვმა, საზკვების ერთ-ერთ ობიექტზე, შაურმა ჭამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები