თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია “თელასის” ცნობით” სამგორის რაიონში, კერძოდ აეროპორტის დასახლებისა და შანშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებისთვის ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. ასევე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, გუმათჰესის, ქიზიყის, პოლიციისა და ენუქიძის ქუჩებს.

შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონსაც. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება პოლიტკოვსკაიას ქუჩის აბონენტებს.

ასევე 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორიონის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ასევე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება შეშელიძის, ხიზანიშვილისა და ხევძმარის ქუჩებზე.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ ბელიაშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე.

ვაკის რაიონიში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ შატბერაშვილის, მცხეთის, კლდიაშვილის, მარუხის გმირთა და რადიანის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების აბონენტებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები