პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე მოულოდნელად ცუდად გახდა

პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, რუსთაველის თეატრის სცენაზე, სადაც მისი და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობდა, ცუდად გახდა.
პიანისტმა აპლოდისმენტების დროს სცენა მოულოდნელად დატოვა.
არსებული ინფორმაციით, შიუკაშვილი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნიკოლოზ რაჭველისა და ვალერიან შიუკაშვილის ერთობლივი კონცერტი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა, რომელიც პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები