ბუაჩიძის ქუჩაზე დაკვამლიანებისგან 10 ადამიანი მოიწამლა

სანზონაში, ბუაჩიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსის პირველ სართულზე ხანძრის დროს დაკვამლიანებისგან 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი მოიწამლა.

დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა და 1 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მაშველებმა 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები