ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების  გააქტიურების გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ. მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ.კორტოხსა და სოფ. ბეღლეთზე  გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები