გორში სამ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

გორში, შინდისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი მოზარდი დაშავდა. მოსწავლეებს მანქანა მაშინ დაეჯახათ, რა დროსაც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.
დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები