ირაკლი კობახიძე: დავინტერესდები ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებით

„მე, როგორც პარტიული ლიდერი ამ შემთხვევაში, დავინტერესდები იქ არსებული ვითარებით და თუ არის, ასე ვთქვათ, ჩარევა საჭირო, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავერევით პოზიტიური კუთხით, რომ მოგვარდეს შესაბამისი პრობლემა”,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას ბორჯომის საკრებულოში შექმნილი ვითარების შესახებ.

მისი თქმით, მთავარი მიზანია, ბორჯომის მოსახლეობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული მომსახურებით.

„მე, როგორც პარტიული ლიდერი, დავინტერესდები, რა თქმა უნდა, ამ საკითხით. მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება არ შეფერხდეს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ბორჯომის მოსახლეობა იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი იმ მომსახურებებით, რომელიც მიეწოდება მას მუნიციპალიტეტის მხრიდან.  შესაბამისად, მე, როგორც პარტიული ლიდერი ამ შემთხვევაში, დავინტერესდები იქ არსებული ვითარებით და თუ არის, ასე ვთქვათ, ჩარევა საჭირო, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავერევით პოზიტიური კუთხით, რომ მოგვარდეს შესაბამისი პრობლემა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები