“ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საჭიროა პოზიციების შეჯერება ნებისმიერ იმ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ვითარების გაუმჯობესებით”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, საჭიროა პოზიციების შეჯერება როგორც უმრავლესობაში, ასევე, ოპოზიციასთან. როგორც ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სწორედ დამატებითი სიღრმისეული მსჯელობის საჭიროების გამო გადაიდო.

 „ჩვენ განვიხილავთ ამ კანონპროექტს. იმისათვის გადაიდო განხილვის ვადა, რომ ჩვენ, დამატებით, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიზანი ყველას აქვს ერთი, თუმცა, ვერ ვთანხმდებით მიზნის მიღწევის გზებზე. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მიიღწევა უკეთ მიზანი. მიზანი არის, მოგეხსნებათ, ნარკომოხმარების შემცირება და ასევე, ჰუმანური პოლიტიკის გატარება. ეს არის ძირითადი მიზანი. ძირითადი ხაზი. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა მოგვცემს ამ მიზნის საუკეთესოდ მიღწევის საშუალებას. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არცერთი მხრიდან, არის ორი, ასე ვთქვათ, განსხვავებული მოსაზრება, არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჯერ-ჯერობით არ მომისმენია. ჩვენ გვჭირდება ასეთი სიღრმისეული მსჯელობა და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ კანონპროექტი. ყველას მოვუწოდებ, რომ წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები. არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კარგად ვითარების გაუმჯობესება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსჯელობაში ჩართული იქნება კანონპროექტის შინაარსით დაინტერესებული ყველა მხარე,

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უმრავლესობის შიგნით პოზიციების შეჯერება და ასევე, გვჭირდება უფრო ფართო ფორმატში პოზიციების შეჯერება ოპოზიციასთან, ასევე, არა საპარლამენტო სუბიექტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ნებისმიერ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ვითარების გაუმჯობესებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთანაც იქნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ის მხარე იქნება ჩართული, რომელიც არის დაინტერესებული კანონპროექტის შინაარსით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები