ირაკლი კობახიძე: აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა არის ძალიან მყარი

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან მყარი, არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იმ ცვლილებების და რეფორმების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეს იძლევა ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს”,- ასე აფასებს აშშ-ში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

„მყარ მხარდაჭერაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც შედგა ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა ჩვენ შეხვედრა სენატორებთან, კონგრესმენებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, სხვა მხარდამჭერებთან ჩვენი ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან მყარი, არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იმ ცვლილებების და რეფორმების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეს იძლევა ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. 2017 წელი იყო, ნამდვილად, შესანიშნავი წელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და ასეთი ტემპით გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები