გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მესამე მასივში კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი  ვარკეთილის მესამე მასივში, მეშვიდე კვარტლის, მეათე კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე  გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ მისამართზე  ე.წ. „ხრუშჩოვკის“ დემონტაჟი 2017 წელს განხორციელდა. მის ადგილას კომპანია „ვი.ვი.ენ. კომპანი“ ამჟამად მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, რომლის დასრულების შემდეგ, ე.წ. „ხრუშჩოვკის“  მცხოვრებლებს მშენებელი შესაბამის ფართებს გადასცემს.

კორპუსის მოსახლეობა, 22 ოჯახი, ჯერ კიდევ 2015 წლიდან, კორპუსის ავარიულობის გამო, ქირით არის გაყვანილი. ბინების იჯარის თანხას, აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს, სამგორის რაიონის გამგეობა უხდის და ეს ვალდებულება რაიონის გამგეობას 2019 წლის სექტემბრამდე აქვს აღებული.

დღესვე, კომპანია „ვი.ვი.ენ. კომპანისა“ და კორპუსის მცხოვრებლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუკი 2019 წლის სექტემბრამდე კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდება, შემდგომში მშენებელი თავად იღებს კორპუსის მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფის ვალდებულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები