სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის მეგობარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის სასამართლომ, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მეგობარს, ცოი სუნ სილს კორუფციისა და ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ბრალდებულმა, ასევე, უნდა გადაიხადოს 18 მილიარდი სამხრეთ კორეული ვონის ოდენობის ჯარიმა, რაც დაახლოებით, 16,56 მილიონ დოლარს წარმოადგენს.
კორუფციული სკანდალი ამ სახელმწიფოში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია მსხვილი სამხრეთ კორეული კორპორაციების მიერ, რომელთა შორისაა „Samsung“-იც. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შესახებ დიდი თანხების ფონდებში გადარიცხვის სანაცვლოდ, რომლებიც ცოი სუნ სილის მიერ იყო შექმნილი. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ის სახელმწიფო პოსტებზე არ მუშაობდა, თუმცა ერეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში და იღებდა მოგებას, თავისი კავშირების გამოყენებით. სულ ამ საქმეზე ბრალი 30 ადამიანს წარედგინა, მათ შორის კორპორაცია „Samsung“-ის ხელმძღვანელს ლი ჩჟე ენს.
ქალი-პრეზიდენტი პან კინ ხე, სახელმწიფოს მმართველობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 10 მარტს ჩამოაშორეს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მმართველობა მუნ ჩჟე ინმა ჩაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები