ოზურგეთში 16 წლის გოგონამ წერილი დატოვა და გაუჩინარდა

 ოზურგეთში 16 წლის არასრულწლოვანს ეძებენ. გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები-რეგიონის განვითარებისთვის” დირექტორი ქეთევან ხიდაშელი ავრცელებს.
“მეგობრებო, ყვლას გთხოვთ დახმარებას! 16 წლის თამარ მახარაძე, მცხოვრები ოზურგეთში ს. გაღმა დვაბზუში, დღეს დილით სახლიდან გავიდა, დატოვა წერილი, მთელი სოფელი ფეხზე დგას, ვერსად იპოვეს. გთხოვთ დააკვირდეთ, თუ სადმე დაინახავთ გთხოვთ დარეკოთ 593 76 54 81-ზე. განსაკუთრებით ვთხოვთ ტელევიზიებს, ერთადერთი იმედია შეიძლება თბილისში იყოს”, – აცხადებს ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები