“წითელით” დაინფიცირების გამო, საფრანგეთში ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის რეგიონ ახალ აკვიტანიაში, წითელას ვირუსული ინფექციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორასზე მეტი, დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია France 3 Nouvelle Aquitaine იუწყება.
„6 თებერვლის მონაცემებით, 2017 წელს, წითელას ეპიდემია 213 ადამიანს შეეხო. ჩვენი ინფორმაციით, პუატიეს საავადმყოფოში ერთი ავადმყოფი გარდაიცვალა.“ – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, როგორც ირკვევა, 57 ადამიანს, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
სანიტარული სტრუქტურების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, აღნიშნული ინფორმაცია, სოციალური ქსელების მეშვეობით დაადასტურეს.
წითელა მწვავე ინფექციურ-ვირუსული დაავადებაა, მდგრადობის მაღალი ხარისხით. ის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. დაავადების გავრცელების მთავარი პრევენცია ვაქცინაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები