აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი მოკლა

„Abcnews”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეტროიტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა, საკუთარი მეუღლე და ქუჩაში გამვლელი 2 ქალბატონი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში ზარი შევიდა, სადაც მოქალაქე აცხადებდა, რომ საცხოვრებელი სახლიდან სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დამნაშავეს მოუწოდეს, პოლიციას ჩაბარებოდა, თუმცა მამაკაცმა პოლიციის მოთხოვნაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებდა და, სამართალდამცველების მიმართ, სროლა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს 3 პოლიციელი დაიჭრა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც დეტროიტის პოლიციის უფროსი აცხადებს, მამაკაცის სახელზე რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ოფიციალურად რეგისტრირებული იყო.
დამნაშავის მიმართ განხორციელებული სპეცოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავეს კრიმინალური წარსული არ ჰქონია და ფსიქიკურადაც არ ყოფილა დაავადებული.
ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები