ოკუპანტებმა გატაცებულები სამი ქართველი გაათავისუფლეს

 ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ხაშურის და ქარელის რაიონიდან გატაცებული ქართველები გაათავისუფლა. მათ გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს. 34 წლის გიორგი ხარაიშვილი, 42 წლის ბესიკ გელაშვილი და 70 წლის მერაბ კაპანაძე ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს დღეს გადმოსცა. ისინი ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 70 წლის მერაბ კაპანაძე ოკუპანტებმა სოფელ ცერონისის ტერიტორიიდან 10 დღის წინ გაიტაცეს. ხარაიშვილს და გელაშვილს კი 25 აპრილს ჯონჯოლის კრეფის დროს დააკავეს. სამი ქართველი ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები