კუნძულ ტონგაზე ციკლონმა პარლამენტის შენობა გაანადგურა

0

„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ ტონგაზე ციკლონმა „Gita”-მ, პარლამენტის შენობა გაანადგურა. როგორც გამოცემა იუწყება, ტონგაში მსგავსი შტორმი ბოლო 60 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ ტონგას პარლამენტის შენობა, 100 წლის წინ არის აშენებული.
ციკლონმა, ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.
ადგილობრივი მთვრობის წარმომადგენლებმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ევაკუაციის ცენტრები შექმნეს, სადაც ათასობით ადამიანმა ღამე გაათენა.
შეგახსენებთ, რომ ტონგა 170 კუნძულისგან შედგება, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ფიჯისა და ახალი ზელანდიასთნ ახლოს.

კომენტარები

კომენტარი